Sunday, March 9, 2014

დღე 9

    აი მიიწურა ჩვენი ძალიან მაგარი ტრნინგი. ვართ ძალიან კმაყოფილები, იმით, რაც მივიღეთ ტრენინგის ფარგლებში. ამავე დროს გვწყდება გულიც, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასარულიც. :(
    დღეს გვქონდა დასკვნითი პრეზენტაციები და წარმოვადგინეთ ჩვენი ამდენი ხნის ნაშრომები. ჩვენი ნათიას წყალობით შრომის შედეგიც იქვე ვნახეთ. ანუ გადმოგვეცა სერთიფიკატები. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ასე მხიარულად დავასრულეთ...
     
                                                    ეს განწყობისთვის:))))))))))


Sunday, February 23, 2014

დღე 8

    ნელ-ნელა წავედით დასასრულისკენ.
   დღეს ჩვენ გავაკეთეთ მოსწავლეთა ფასილიტაციის დოკუმენტი. დასრულებული სახე მიეცა პროექტის გეგმას, რომელიც შევინახეთ  D  დისკზე.
გადავედით ბლოგებზე და დავდეთ ლინკები ჩვენს მთავარ გვერდზე.
     ახლა როცა ყველაფერში გავერკვიეთ და ეშხში შევედით, შემოგველია პროექტისთვის განკუთვნილი დღეები.
არ გვეთმობი ჩვენო ყველაზე ჭკვიანო, ყველაზე ენერგიულო, ყველაზე გულიანო და ყველაზე ადამიანო

                                      ნ ა თ ი !

                                                



Sunday, February 16, 2014

დღე 6

     დღეს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, ბლოგზე ჩვენს მიერ გაკეთებულ ჩანართებში განვათავსეთ ნაშრომი შესაბამის ადგილას. ვისწავლეთ კომენტარების ელექტრონული კომენტარების გაკეთება საოფისე პროგრამებში.

Monday, February 10, 2014

დღე 5

ვრცლად გავშალეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავეცანით და შევავსეთ ციტირებული დოკუმენტი. ელ-ფოსტაზე მიღებული ვიდეო ავტვირთეთ ბლოგებზე და აქვე გავაკეთეთ ბლოგის ჩანართები. :))))))))))




მომავლის კლასი

Sunday, February 9, 2014

დღე 4

ამ დღეს ჩვენ უკვე შევძელით:  ჩაგვევსვა პროექტის გეგმაში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, სტანდარტები და ინდიკატორები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია და განვათავსეთ ჩვენს ბლოგებზე. აი ასე!!!




Monday, February 3, 2014

დღე - 3

ყველაზე დატვირთული დღე ჯერ-ჯერობით :)))
მოვძებნეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და ჩვენი საგნის სტანდარტები. შევინახეთ სამუშაო მაგიდაზე და ჩავსვით შესაბამისი სტანდარტები პროექტის გეგმის შაბლონში. დაწვრილებით გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას და შევავსეთ გეგმა მისი დახმარებით. ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება  google doc -  ებში.

Sunday, February 2, 2014

დღე -2

არანაკლებად ნაყოფიერი დღე იყო: ვიმუშავეთ  word -  ის დოკუმენტის შემობრუნება, სვეტებად დაყოფა, ფერების შეცვლა და.ა.შ.  ბუკლეტების დამზადება ან მზა ბუკლეტის შეცვლა.

Monday, January 27, 2014

დღე - I

1.      გავიგეთ მრავალი სიახლე. ასე მაგალითად: ინტელის სახელმძღვანელოს დახმარებით განვიხილეთ სრულყოფილი პროექტის გაკეთების გეგმა, მისი შეფასების რუბრიკა და პორტფოლიოს ჩეკლისტები. შვიტყვეთ თუ რა  საჭიროა მოსწავლეთა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. დოკუმენტები შევინახეთ სამუშაო მაგიდაზე სათანადო ელექტრონულ საქაღალდეებში. შევცვალეთ ბლოგის პირველი გვერდი და ვისწავლეთ რეფლექსიის წერა.