Thursday, December 19, 2013

ჩერნობილის აფეთქება. მისგან წარმოქმნილი მუტაციები ადამიანში.

1.    პროექტის სახელწოდება: ჩერნობილის აფეთქება. მისგან წარმოქმნილი მუტაციები       ადამიანში.
2.    პროექტის აქტუალობა: თემა ყოველ დროში არის აქტუალური, გარდა ამისა ის თემატურად ეხმაურება მოსწავლეთა მიმდინარე სასწავლო თემას.
3.    პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიგებენ ან გაიღრმავებენ ცოდნას მოცემული თემის შესახებ, როგორც ინფორმაციულად, ასე ვიზუალურად. გამოიმუშავებენ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს.
4.    მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
5.    ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა
6.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ აზროვნების ზედა დონის უნარები, გაუღვივდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, გაამდიდრებენ პრეზენტაციას ისტით, წარმოადგენენ რეფერატებს და მათივე ხელით შექმნილ ილუსტრაციებს.
7.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, მარკერები, დიდი ზომის მუყაოს ფურცლები.
8.    პროექტის მსვლელობა: კლასი იყოფა სამ ჯგუფად (ჯგუფში თანაბრად არიან მოსწავლეები განაწილებულნი მათი შესაძლებლობების მიხედვით).
              პირველ ჯგუფს ეძლევა თემა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შესახებ, რამ განაპირობა ეს და როდის მოხდა ეს უდიდესი კატასტროფა. თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ილუსტრაციები ან ვიდეო რგოლი.
          მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ან საკუთარი მოსაზრებების საფუძველზე დაწერონ რეფერატი, შეექმნათ თუ არა სხვა ქვეყნებს და განსაკუთრებით საქართველოს პრობლემები და როგორი სახის. რა გზით შეიძლება მოხვედრილიყო რადიაქტიური ნივთიერებები აქ. თანდართული ილუსტრაციების ან სქემების სახით.
         მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას აფეთქების შედეგად ადამიანში წარმოქმნილი მუტაციების შესახებ. თანდართული სურათებით და ვიდეო რგოლებით.
9.    საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია. ბავშვებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებთან, სახლში უფროსებთან და ა.შ.
კვლ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
10. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კიკნაძე

11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  nino.kiknadze7@gmail.com

Monday, December 16, 2013

მემკვიდრული ცვალებადობის პრეზენტაცია

მემკვიდრული ცვალებადობის შეფასების რუბრიკა

ქულები
მახასიათებლები
1-3
ვერ აყალიბებს მცნებებს, არასწორად გამოთქვამს მოსაზრებებს, ვერ გეგმავს ექსპერიმენტს, ვერ მოჰყავს მაგალითები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

4-5
ხარვეზებით აყალიბებს მცნებებს, ხარვეზებით გამოთქვამს მოსაზრებებს და გეგმავს ექსპერიმენტს, ცუდად ახერხებს გაკვეთილზე ნასწავლი ცნებების პრაქტიკულ მაგალითთან დაკავშირებას.

6-7-8
აყალიბებეს და აანალიზებს მცნებებს და მოსაზრებებს. გეგმავს ექსპერიმენტს და აკეთებს დასკვნებს, შეუძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

9-10
სრულყოფილად აანალიზებს მცნებებს და მოსაზრებებს. სრულყოფილად გეგმავს ექსპერიმენტებს და გამოაქვს ადეკვატური დასკვნები. ლოგიკურად აკავშირებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულთან.













კრიტერიუმები
საუკეთესო
კარგი
საშუალო
დაბალი
დადებითი მაჩვენბლები




მონაწილეობს დისკუსიებში

ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
სვამს კითხვებს, ითხოვს განმარტებებს

ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
გაკვეთილზე მოდის მომზადებული

ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
მონაწილეობს კლასგარეშე აქტივობებში

ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ეხმარება თანატოლებს

ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
უარყოფითი მაჩვენებლები




აცდენს გაკვეთილებს

არასდროს
იშვიათად
ხანდახან
ყოველთვის
იგვიანებს გაკვეთილზე

არასდროს
იშვიათად
ხანდახან
ყოველთვის
ხელს უშლის თანატოლებს

არასდროს
იშვიათად
ხანდახან
ყოველთვის
ყურადღება გაფანტული აქვს

არასდროს
იშვიათად
ხანდახან
ყოველთვის


Friday, December 13, 2013

გაკვეთილის გეგმა: ცვალებადობა. მემკვიდრული ცვალებადობა.

გაკვეთილის თემა
ცვალებადობა. მემკვიდრული ცვალებადობა
მასწავლებლის სახელი და გვარი
ნინო კიკნაძე
სწავლების საფეხური, კლასი, მოსწავლეთა რაოდენობა
საბაზო საფეხური. მე-9 კლასი, 18 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი, შედეგები
მოსწავლემ შეძლოს მემკვიდრული ცვალებადობის სხვადასხვა ფორმის მიზეზის და შედეგის ახსნა. კავშირის დადგენა მათ შორის. ივარაუდოს ამ ცვლილების შედეგად განვითარებული ზოგიერთი დაავადების ნიშნები.
ესგ
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.

წინარე ცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს ზოგადად გენეტიკის მნიშვნელობა და მისი ბიოლოგიური არსი. რა არის სასქესო ქრომოსეომები და როგორ ხდება სქესის განსაზღვრა ქრომოსომული მექანიზმით. როგორ ხდება ადამიანში ნიშან-თვისებების და მათ შორის მემკვიდრული დაავადებების გადაცემა. რა არის გენოტიპი და ფენოტიპი.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ დადგენილი შეფასების რუბრიკით.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა
აქტივობა 1, დრო -5 წთ. მასწავლებელი იწყებს განვლილი მასალის გამეორებას გონებრივი იერიშის საშუალებით, სვამს კითხვას, გაიხსენონ რა არის მემკვიდრეობითობა.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება
აქტივობა 2, დრო -25 წთ. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს,  მიუხედავად იმისა, რომ ნიშან-თვისებებს ადამიანი მათი მშობლებისგან ან წინაპრებისგან იღებს, არ არსებობს ბუნებაში ორი ზუსტად ერთნაირი ადამიანი. ამის მიზეზი კი ცვალებადობაა. იგი აცნობს მოსწავლეებს ცვალებადობის ცნებას და მის სახეებს შესაბამისი სქემების საშუალებით. უხსნის მათ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გენის არასწორ მუტაციას და თუ როგორ სიმახინჯეს ვიღებთ ამის შედეგად. სწორედ ზრდის განმსაზღვრელი გენის მუტაციის შემთხვევაში ყალიბდება სიმსივნე და თვალსაჩინოებოსთვის სთხოვს დააკვირდნენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ილუსტრაციას. გენური მუტაციით არის გამოწვეული ალბინიზმი და პროგერია. ზოგჯერ მუტაცია გამოწვეულია არა რომელიმე კონკრეტული გენით, არამედ ქრომოსომით და ამას ქრომოსომულ მუტაციას უწოდებენ. ამის მაგალიათია ტერნერ-შერეშევსკის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა აქვს 45 ქრომოსომა. ქრომოსომული მუტაციის მაგალითია ასევე კლაინფელტერის სინდრომი მამაკაცებში.
C ფაზა/შეჯამება
აქტივობა 3, დრო - 15 წუთი
მასწავლებელი გონებრივი იერიშის საშუალებით კიდევ ერთხელ ამოწურავს ძირითად საკითხებს და თხოვს  მოსწავლეებს წყვილებში მონიტორზე სქემატურად წარმოადგინონ ისეთი შემთხვევა, როცა მშობლებს ეყოლებათ ამ სინდრომით დაავადებული გოგონა.

გამოყენებული რასურსები
ბიოლოგია  IX კლასი, ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი, ილუსტრაციები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი.