გაკვეთილის თემა
|
ცვალებადობა.
მემკვიდრული ცვალებადობა
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ნინო კიკნაძე
|
სწავლების საფეხური, კლასი, მოსწავლეთა რაოდენობა
|
საბაზო საფეხური. მე-9 კლასი, 18 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი, შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს მემკვიდრული ცვალებადობის სხვადასხვა ფორმის მიზეზის
და შედეგის ახსნა. კავშირის დადგენა მათ შორის. ივარაუდოს ამ ცვლილების შედეგად განვითარებული
ზოგიერთი დაავადების ნიშნები.
|
ესგ
|
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის
კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს ზოგადად გენეტიკის მნიშვნელობა და მისი ბიოლოგიური
არსი. რა არის სასქესო ქრომოსეომები და როგორ ხდება სქესის განსაზღვრა ქრომოსომული
მექანიზმით. როგორ ხდება ადამიანში ნიშან-თვისებების და მათ შორის მემკვიდრული დაავადებების
გადაცემა. რა არის გენოტიპი და ფენოტიპი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ დადგენილი შეფასების რუბრიკით.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A
ფაზა/გამოწვევა
აქტივობა
1, დრო -5 წთ. მასწავლებელი იწყებს განვლილი მასალის
გამეორებას გონებრივი იერიშის საშუალებით, სვამს კითხვას, გაიხსენონ რა არის მემკვიდრეობითობა.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება
აქტივობა
2, დრო -25
წთ. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, რომ ნიშან-თვისებებს ადამიანი
მათი მშობლებისგან ან წინაპრებისგან იღებს, არ არსებობს ბუნებაში ორი ზუსტად ერთნაირი
ადამიანი. ამის მიზეზი კი ცვალებადობაა. იგი აცნობს მოსწავლეებს ცვალებადობის ცნებას
და მის სახეებს შესაბამისი სქემების საშუალებით. უხსნის მათ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა
აქვს გენის არასწორ მუტაციას და თუ როგორ სიმახინჯეს ვიღებთ ამის შედეგად. სწორედ
ზრდის განმსაზღვრელი გენის მუტაციის შემთხვევაში ყალიბდება სიმსივნე და თვალსაჩინოებოსთვის
სთხოვს დააკვირდნენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ილუსტრაციას. გენური მუტაციით არის
გამოწვეული ალბინიზმი და პროგერია. ზოგჯერ მუტაცია გამოწვეულია არა რომელიმე კონკრეტული
გენით, არამედ ქრომოსომით და ამას ქრომოსომულ მუტაციას უწოდებენ. ამის მაგალიათია
ტერნერ-შერეშევსკის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა აქვს
45 ქრომოსომა. ქრომოსომული მუტაციის მაგალითია ასევე კლაინფელტერის სინდრომი მამაკაცებში.
C ფაზა/შეჯამება
აქტივობა
3, დრო - 15 წუთი
მასწავლებელი გონებრივი იერიშის საშუალებით კიდევ ერთხელ ამოწურავს ძირითად
საკითხებს და თხოვს მოსწავლეებს წყვილებში
მონიტორზე სქემატურად წარმოადგინონ ისეთი შემთხვევა, როცა მშობლებს ეყოლებათ ამ სინდრომით
დაავადებული გოგონა.
|
გამოყენებული რასურსები
|
ბიოლოგია IX კლასი,
ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი, ილუსტრაციები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი.
|
Friday, December 13, 2013
გაკვეთილის გეგმა: ცვალებადობა. მემკვიდრული ცვალებადობა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment