1.
პროექტის სახელწოდება: ჩერნობილის აფეთქება. მისგან
წარმოქმნილი მუტაციები ადამიანში.
2. პროექტის აქტუალობა:
თემა ყოველ დროში არის აქტუალური, გარდა ამისა ის თემატურად ეხმაურება მოსწავლეთა მიმდინარე
სასწავლო თემას.
3. პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაიგებენ ან გაიღრმავებენ ცოდნას მოცემული თემის შესახებ, როგორც ინფორმაციულად,
ასე ვიზუალურად. გამოიმუშავებენ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს.
4. მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა:
2-3 კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ აზროვნების ზედა დონის
უნარები, გაუღვივდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, გაამდიდრებენ პრეზენტაციას ისტით,
წარმოადგენენ რეფერატებს და მათივე ხელით შექმნილ ილუსტრაციებს.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, მარკერები, დიდი ზომის მუყაოს ფურცლები.
8. პროექტის მსვლელობა:
კლასი იყოფა სამ ჯგუფად (ჯგუფში თანაბრად არიან მოსწავლეები განაწილებულნი მათი შესაძლებლობების
მიხედვით).
პირველ ჯგუფს ეძლევა თემა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შესახებ, რამ
განაპირობა ეს და როდის მოხდა ეს უდიდესი კატასტროფა. თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი
ილუსტრაციები ან ვიდეო რგოლი.
მეორე
ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ან საკუთარი მოსაზრებების საფუძველზე დაწერონ
რეფერატი, შეექმნათ თუ არა სხვა ქვეყნებს და განსაკუთრებით საქართველოს პრობლემები
და როგორი სახის. რა გზით შეიძლება მოხვედრილიყო რადიაქტიური ნივთიერებები აქ. თანდართული
ილუსტრაციების ან სქემების სახით.
მესამე
ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას აფეთქების შედეგად ადამიანში წარმოქმნილი მუტაციების შესახებ.
თანდართული სურათებით და ვიდეო რგოლებით.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია. ბავშვებს შეუძლიათ ითანამშრომლონ
ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებთან, სახლში უფროსებთან და ა.შ.
კვლ.IX.3. მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ.IX.4. მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
10. პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო კიკნაძე
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
nino.kiknadze7@gmail.com